მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ბირჟა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ - "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი.

გასული კვირის განმავლობაში მათი შედეგები ასე ნაწილდება:

Lion Finance Group PLC (BGEO) აქციების ფასი 1.72%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 108.40 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 5.32 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 36.70%-ით გაიზარდა.

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 1.80%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 45.78 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.52 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 21.76%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება "საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 4.13%-ით გაიზარდა და 40.35 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.88 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 61.08%-ით გაიზარდა.

წყარო - Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები