ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ - "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი.
გასული კვირის განმავლობაში მათი შედეგები ასე ნაწილდება:
Bank of Georgia Group PLC (BGEO)-ის აქციების ფასი 4.98%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 108.70 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 5.34 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 19.25%-ით გაიზარდა.
„თიბისი ბანკის ჯგუფის“ (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 1.37%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 44.68 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.46 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 11.28%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება „საქართველოს კაპიტალის“ (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 6.83%-ით შემცირდა და 38.85 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.81 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 27.80%-ით გაიზარდა.


























