ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ - "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი.
გასული კვირის განმავლობაში მათი შედეგები ასე ნაწილდება:
Lion Finance Group PLC (BGEO)-ის აქციების ფასი 3.26%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 117.10 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 5.76 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 21.41%-ით გაიზარდა.
„თიბისი ბანკის ჯგუფის“ (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 0.55%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 47.62 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.63 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 17.73%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება „საქართველოს კაპიტალის“ (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 4.74%-ით გაიზარდა და 41.95 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.95 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 28.29%-ით გაიზარდა




























