მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ბირჟა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ — "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი.
გასული კვირის განმავლობაში მათი შედეგები ასე ნაწილდება:

Lion Finance Group PLC (BGEO)-ის აქციების ფასი 7.79%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 137 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 6.25 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 27.32%-ით გაიზარდა.

„თიბისი ბანკის ჯგუფის“ (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 11.30%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 54.25 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 3.03 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 22.52%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება „საქართველოს კაპიტალის“ (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 6.94%-ით გაიზარდა და 48.55 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.98 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 24.01%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები