მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე - გასული კვირის შედეგები

ლონდონის საფონდო ბირჟა

საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი. საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონისთვის მხარდაჭერის შემდეგ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა, რაც ინვესტორთა მხრიდან საქართველოს ეკონომიკასთან და ევროინტეგრაციის ტრაექტორიასთან მიმართებით გაუარესებულ მოლოდინებს უკავშირდებოდა.

მართალია კვირის ბოლოს აქციებმა გარკვეულწილად ზრდა აჩვენა, თუმცა ერთკვირიან ჭრილში მათი ღირებულება საგრძნობლად არის შემცირებული.

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 3.02%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 40.15 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.97 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 23,54%-ით გაიზარდა.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 0%-ით შეიცვალა. ბანკის ერთი აქცია 26.60 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.46 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 0.38%-ით გაიზარდა.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 1.38%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 10.00 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 466 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 10.13%-ით გაიზარდა.

წყარო: Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები