საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი. საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონისთვის მხარდაჭერის შემდეგ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა, რაც ინვესტორთა მხრიდან საქართველოს ეკონომიკასთან და ევროინტეგრაციის ტრაექტორიასთან მიმართებით გაუარესებულ მოლოდინებს უკავშირდებოდა.
უშუალოდ გასულ კვირაში ცვლილება ასეთი იყო:
"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 3.33%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 40.35 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.98 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 17.5%-ით გაიზარდა.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 0.19%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 25.70 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.41 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 8.54%-ით შემცირდა.
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 10.11%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 9.80 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 456 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 1.80%-ით შემცირდა.
წყარო: Galt & Taggart