გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თბილისში, ქირის ფასი 7-10%-ის ფარგლებში შემცირებულია. როგორც მებაღიშვილმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას აღნიშნა, იჯარის ნაწილში არსებული ბუმი ახალი სასწავლო წლისთვის მეტ-ნაკლებად ჩამცხრალია.
ბოლო დროს მკვეთრად გაზრდილი ფასის პირობებში უცხოელ სტუდენტებთან მიმართებით გამოიკვეთა ახალი ტენდენციაც, როგორც კომპანია „თბილი სახლის“ მმართველმა პარტნიორმა ბესიკ ქავთარაძემ გადაცემა აღნიშნა, ისინი ხანგრძლივად ცხოვრებისთვის თბილისში ჰოსტელის ტიპის სასტუმროებს ქირაობენ, რომლის ფასი ბინის ქირასთან შედარებით უფრო დაბალია.
სტუმრები: ვაჟა მებაღიშვილი - უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე;
ბესიკ ქავთარაძე - კომპანია „თბილი სახლის“ მმართველი პარტნიორი;