მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ შეიცვალა საკვები ზეთის ფასი?

ზეთი

მსოფლიოს მასშტაბით მზესუმზირას ზეთი, რომელიც ინფლაციის მდგენელი ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია, ერთწლიან პერიოდში 13%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ერთკვირიან პერიოდს, საკვები ზეთი დაახლოებით 1%-ით არის გაძვირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ღირებულებაზე ირანის წინააღმდეგ ომის დაწყება და ჰორმუზის სრუტის გადაკეტვა არსებითად არ ასახულა.

ქართულ ბაზარზე 1 ლიტრი ზეთის ფასი 4.5 ლარიდან 10 ლარამდე მერყეობს, რაც მწარმოებელ ქვეყანაზე და ბრენდზეა დამოკიდებული.

საქსტატის დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით კი, ზეთი თებერვალში საქართველოში 6.7%-ით გაძვირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები