აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 1% შეადგინა. საქსტატი ინფლაციას 305 დასახელების საქონლისა და მომსახურების ფასების გამოკვლევით ითვლის, საიდანაც 92 სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფიდანაა. შესაბამისად, ყველაზე დიდი წილი ინფლაციის გამოთვლაში სურსათის ფასებს უკავია.
რაც შეეხება ზაფხულის სეზონისთვის ყველაზე აქტუალურს, ხილის ფასს, ხილის ფასების წლიური ცვლილება ასეთია:
ფასი გაიზარდა:
- კივი - 59.6%;
- მანდარინი - 23.4%;
- ვაშლი - 19%;
- ლიმონი - 18.3%;
- მსხალი - 6.7%
- ფორთოხალი - 11.7%;
- ბანანი 9.3%.
ფასი შემცირდა:
- საზამთრო - 33%;
- ატამი - 4.6%;
- ქლიავი - 4.2%;
- ყურძენი - 1.4%.
მთლიანობაში სურსათის ჯგუფში ფასი ივნისში წინა წელთან შედარებით 0.17 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სამომხმარებლო კალათის ცვლილებამ (ინფლაციამ) 1% შეადგინა.