საბანკო სექტორი ელის, რომ მიმდინარე წელს საქართველოში რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ნელი ტემპებით გაგრძელდება. ანალოგიური პროგნოზი აქვს ეროვნულ ბანკსაც, სადაც ამბობენ, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილება ფრთხილი ნაბიჯებით გაგრძელდება. რაც შეეხება გლობალურად გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას, მოლოდინია, რომ აშშ-სა და ევროპაში განაკვეთების შემცირება წლის მეორე ნახევარში დაიწყება, რასაც გავლენა საქართველოზეც უნდა ჰქონდეს. როგორ შეიცვლება წელს საპროცენტო განაკვეთები და გაიაფდება თუ არა სავალუტო სესხები?