მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ შეუძლია ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ჩვენი ცხოვრების შეცვლა - ევროპარლამენტი კვლევას აქვეყნებს

58af03b91099a
BM.GE
23.02.17 19:39
2049
როგორ შეუძლია ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ჩვენი ცხოვრების შეცვლა - ევროპარლამენტი ამ სათაურით კვლევას აქვეყნებს.

კვლევაში საუბარია ბლოკჩეინის სისტემის გავლენაზე, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორზე.

"ბიტკოინს და სხვა კრიპტოვალუტებს შეუძლიათ მოახდინონ სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტების დეცენტრალიზაცია იმგვარად, რომ სხვადასხვა ტრადიციული საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის ბანკების საჭიროება არ იქნება“, - ვკითხულობთ კვლევაში.

ამასთან, ევროპარლამენტის კვლევაში აღნიშნულია, რომ სხვადსხვა ქვეყნის მთავრობები და ბანკები ბლოკჩეინის ტექნოლოგიის შესწვლას ამ ეტაპზე ახორციელებენ და სწავლობენ თუ რამდენად მოერგება ის მათ სამუშაოს.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ გარდა დაბალი ღირებულებისა, ბლოკჩეინის ტექნოლოგია მეტ გამჭვირვალობას უწყობს ხელს.

"ბლოკჩეინის ტექნოლოგია მომხმარებელს პირველად ისტორიაში აძლევს საშუალებას იყიდოს და გაყიდოს ციფრული ასლები, გადასცეს ის საქველმოქმედო მაღაზიებს და თუნდაც აჩუქოს მეგობარს. ნავარაუდევია, რომ 10-15 წელიწადში ბლოკჩეინის სისტემას ძლიერი გავლენა ექნება მუსიკალურ ინდუსტრიაზეც", - ვკითხულობთ კვლევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები