მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეუძლია ივანიშვილს მიიღოს კუთვნილი თანხები შვეიცარიიდან?

მმართველი პარტია და თავად ბატონი ბიძინა, ორი წელიწადია აცხადებენ რომ ის ანუ ბატონი ივანიშვილი ფაქტიურად სანქცირებულია, რადგან ვერ იღებს და არა აქვს წვდომა თანხებზე რომელიც მან სასამართლო წესით ევროპულ ბანკს, და კონკრეტულად კრედიტ სუიზს მოუგო. ამის თაობაზე ისე ღელავენ მმართველ პარტიაში რომ ევროპულ ბანკებში დეპოზიტებიდან თანხები გამოიტანეს და თბილისის მერს, რომელიც თვლის რომ ივანიშვილი ფაქტიურად გაძარცვეს და ფასი ან ნდობას ევროპული ბანკების მიმართ მას პირადად არ გააჩნია.

BMG-მ გადაწყვიტა, თავი მოეყარა ყველა მასალისთვის, რაც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანხების მიღების შესაძლებლობას შვეიცარიიდან, არის თუ არა შესაძლებლობა რომ ბატონმა ბიძინამ მიიღოს კუთვნილი, ალალად მოგებული თანხების ნაწილი მაინც შვეიცარიიდან?

თქვენ წარმოიდგინეთ, ამის შესაძლებლობა არსებობს - და დიახ, მას შეუძლია თანხების მინიმუმ 607 მლნ-ის მიღება, მათ შორის ვიდრე დამთავრდება სასამართლო პროცესი ბერმუდის კუნძულების იურისდიქციაში. ოღონდ, ეს პირობაც ცხადია დატვირთულია სხვადასხვა გარემოებებით და ქვეპიროებებით, ჰოდა, ერთად ვნახოთ, როგორ შეიძლება გვეშველოს ერსაც და ბერსაც და რა შემთხვევაში მიიღებს საქართველოს უმდიდრესი ადამიანი თავის კუთვნილ თანხებს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები