მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შევქმნათ კომფორტი სახლში

ცელსიუსი
BM. GE
31.08.23 14:06
80

თანამედროვე ადამიანს სურს არა მარტო ჰქონდეს საკუთარი სახლი, არამედ იცხოვროს მისთვის მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში. ახლა პრიორიტეტი ფუნქციონალურობა, სიმყუდროვე და მინიმალიზმია. ჩვენ მივილტვით ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ბალანსისკენ. ჰარმონიის მისაღწევად კი მნიშვნელოვანია ინტერიერი, რომელშიც ყოველდღიურად ვიმყოფებით. მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად საჭიროა მრავალი ფაქტორის გათვალისწინება, მოცემულ სტატიაში რამდენიმე მათგანზე მოგიყვებით.

შეადგინეთ სახლის გეგმა

თუ სახლს აშენებთ ან ბინას ყიდულობთ, წინასწარ იფიქრეთ განლაგებაზე. ჰარმონიისა და კომფორტისთვის სახლში უნდა იყოს ბევრი სინათლე და სივრცე. შეიძინეთ ფუნქციური აღჭურვილობა. პრინციპი "ცოტა, მაგრამ საუკეთესო" აქაც მოქმედებს. იყიდეთ მხოლოდ ის, რასაც რეალურად გამოიყენებთ.

შეინარჩუნეთ წესრიგი

კომფორტი გამორიცხულია, თუ სახლში მუდმივი ქაოსი და არეულობაა. ყველაზე ხშირად ამის მიზეზი ზედმეტი ნივთებია, რომლებიც წლების განმავლობაში უფუნქციოა. მიმოიხედეთ გარშემო, მოაწყვეთ აუდიტი და ბოლოს მოიშორეთ ზედმეტი ნაგავი.

ნუ გადატვირთავთ სივრცეს. შეარჩიეთ თქვენთვის ეფექტური შენახვის სისტემები ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სხვა წვრილმანი ნივთებისთვის. სახლში ყოველთვის უნდა იყოს ადგილი კომფორტული დასვენებისთვის. არ დაგავიწყდეთ ოთახის რეგულარულად გაწმენდა. გახსოვდეთ, რომ წესრიგის შენარჩუნება უფრო ადვილია, ვიდრე აღდგენა.

შეიძინეთ ხარისხიანი ნივთები

გამოიყენეთ ბუნებრივი მასალები: ხე, მარმარილო, გრანიტი, ქვა. ეს გახდის საცხოვრებელს უფრო კომფორტულს, თბილს და ესთეტიკურად სასიამოვნოს.

შეიძინეთ ხარისხიანი ავეჯი, რომელიც წლების განმავლობაში გემსახურებათ. თანამედროვე სტილი მიესალმება მკაფიო ფორმებს, სწორ ხაზებს და ლაკონურ დიზაინს. ფერის მხრივ კი უმჯობესია უპირატესობა ნეიტრალურ ტონებს მიანიჭოთ.

სწორად შეარჩიეთ განათება

სახლის მყუდრო ატმოსფერო დიდწილად დამოკიდებულია სწორ განათებაზე. უნდა არსებობდეს მინიმუმ ორი ან სამი სინათლის წყარო მრავალი განათების სცენარის უზრუნველსაყოფად. მაგალითად, ბავშვის ოთახი ფუნქციურად ძალიან დატვირთულია: ხშირად ის განკუთვნილია ძილისთვის, თამაშისა და მეცადინეობისთვის. თითოეული ამ პროცესისთვის კი საჭიროა საკუთარი სინათლის წყარო. 

თანამედროვე განათების მოწყობილობები და გაჯეტები მნიშვნელოვნად ამარტივებს ამოცანას და ხდის სინათლეს მოქნილს, ფუნქციონალურსა და ეკონომიურს. მოსახერხებელი დიმერები, მოძრაობის სენსორები, დეტექტორები და სპეციალური ტაიმერი დაგეხმარებათ ოთახის განათების რეგულირებაში.

დაამატეთ „თბილი“ აქსესუარები

თანამედროვე ინტერიერების უმეტესობა მიისწრაფვის მინიმალიზმისა და მაღალტექნოლოგიურობისკენ: იდეალურად გლუვი ზედაპირები, ნეიტრალური ტონები და ლაკონური დეკორი. მაგრამ ასეთი სრულყოფილების შექმნით, ადვილია დაივიწყო მთავარი — სითბო და სიმყუდროვე. ამის გარეშე, თუნდაც უნაკლო ინტერიერში, თავს არაკომფორტულად იგრძნობთ.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დეკორაციის შერჩევას. მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად, ბევრი დიზაინერი გვირჩევს სახლის გაფორმებას თბილი, რბილი აქსესუარებით, რომლებიც სასიამოვნოა შესახებად. საკმარისია ორი-სამი აქცენტის გაკეთება: ეს შეიძლება იყოს ფუმფულა სპარსული ხალიჩა, ბალიში ბეწვის საფარით, ან შალის პლედი სავარძლის საზურგეზე.

 

მთავარია კლიმატი!

ჯანსაღი მიკროკლიმატი კომფორტული სახლის ძირითადი მაჩვენებელია, რადგან ჩვენი ჯანმრთელობა დიდწილად დამოკიდებულია სწორედ ჰაერზე, რომელსაც ვსუნთქავთ.  მტვრის უმცირესი ნაწილაკები, მწერები, გარე სუნი, ტენიანობა და ტემპერატურა — ეს ყველაფერი „სახლის ამინდის“ კომპონენტებია.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს ბინაში მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებას, განურჩევლად წელიწადის დროისა — + 18-22 გრადუსი ცელსიუსით.

celsiusi.ge — გათბობა-გაგრილების და სავენტილაციო სისტემების კომპანიაა, რომელიც გთავაზობთ პროდუქციის დიდ ასორტიმენტს წელიწადის ნებისმიერ დროს სახლში იდეალური მიკროკლიმატის შესაქმნელად. კომპანია გთავაზობთ რეგულირებად რადიატორებს, თერმოსტატებს, ენერგიის დამზოგ გამათბობელებს, კონდიციონერებსა და მრავალ სხვა სასარგებლო პროდუქტს. მათი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ მარტივად აკონტროლოთ სივრცის გათბობა/გაგრილების ინტენსივობა, ენერგიის მოხმარება და თვალყური ადევნოთ სახლში ჰაერის ხარისხს.

და ბოლოს...

ყოველი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს მყუდრო სახლი — ადგილი, სადაც შეუძლია დაისვნოს მძიმე დღის შემდეგ, აღიდგინოს ენერგია, მოიწვიოს სტუმრად მეგობრები ან უბრალოდ დატკბეს ოჯახის წევრებთან სიახლოვით.

მრავალი საუკუნის განმავლობაში, სიმყუდროვის გაგება არ შეცვლილა: ის ასოცირდება სითბოსთან, სინათლესთან, სისუფთავესა და კომფორტთან. და, პრინციპში, გარკვეული თანხის, დროისა და ძალისხმევის დახარჯვით, ეს ყველაფერი მარტივად მისაღწევია!