მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ ცვლის ელიტ ინფრასტრუქტურა საინჟინრო სტანდარტებს საქართველოში

კონსტანტინე ფეტელავა
19.06.26 17:39
142

თანამედროვე ინფრასტრუქტურული გამოწვევები სულ უფრო კომპლექსური ხდება — ტექნოლოგიური, ეკოლოგიური და ადამიანზე ორიენტირებული მოთხოვნები ერთ სივრცეში იყრის თავს. სწორედ ამ რეალობიდან დაიბადა ელიტ ინფრასტრუქტურა— კომპანია, რომელიც მიზნად პრობლემების უბრალოდ გადაჭრას კი არა, მათ სისტემურ, მეცნიერულ და პროგნოზირებად მართვას ისახავს.

ჩვენს შეკითხვებს კომპანიის დამფუძნებელი კონსტანტინე ფეტელავა ჰპასუხობს.

რა იყო დაფუძნების მოტივაცია და გამოწვევები?

მთავარი მოტივაცია იყო ბაზარზე არსებული ვაკუუმის შევსება, კომპლექსური საკითხების მარტივი და პროფესიონალური გადაჭრა, რაც ყოველთვის სრულ პასუხისმგებლობასა და გარანტიას ეფუძნება.

ძირითადი გამოწვევები:

  • სამუშაო პროცესებში პასუხისმგებლობისა და გარანტიის მექანიზმების ნაკლებობა.
  • რთული ტექნიკური ამოცანების გადაჭრისას მეცნიერული მიდგომის დეფიციტი. ჩვენი მიზანია, ნებისმიერი სირთულის საკითხი ვაქციოთ მარტივ, უსაფრთხო და გარანტირებულ გადაწყვეტად.
  • დარღვევებით სავსე, გამაღიზიანებელი, მოუქნელი საკითხები ყოველდღიურ ცხოვრებაში, როლებიც საჭიროებენ განახლებას და დახვეწას.

რით გამოირჩევა ელიტ ინფრასტრუქტურა კონკურენტულ ბაზარზე?

ჩვენი უპირატესობა ინტელექტუალურ კაპიტალსა და იდეალიზმშია. ჩვენ არ ვართ უბრალოდ შემსრულებლები, ჩვენ ვართ მკვლევრები.

კომპანიას გამოარჩევს:

  • მეცნიერული მიდგომა: ფიზიკის მოდელირება და მაღალი სიზუსტის პროგნოზირება.
  • ექსკლუზიური Know-how: ცოდნა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ უნიკალური პროდუქტები.
  • შემოქმედებითი ინჟინერია: ტექნიკური სიზუსტისა და კრეატიული ხედვის სინთეზი.
  • უპირობო გარანტია: ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ თითოეულ მილიმეტრსა და დეციბელზე.

რას მოიცავს თქვენი კომპანიის სერვისების სპექტრი და მიმართულებები

ჩვენი საქმიანობა რამდენიმე ფუნდამენტურ სვეტს ეფუძნება:

  • გაზომვა და ექსპერტიზა: ენერგოეფექტურობა, აკუსტიკა/ფსიქოაკუსტიკა, ვიბროიზოლაცია, ბიო და ქიმიური უსაფრთხოება, რადიაციული და ელექტრული მონიტორინგი.
  • უსაფრთხოების მართვა: შრომისა და გარემოს დაცვის პრევენციული სისტემები, ISO სტანდარტიზაცია და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
  • ციფრული პროექტირება: BIM ტექნოლოგიები, ფიზიკის მოდელირება და მაღალტექნოლოგიური არქიტექტურა.
  • ინდუსტრიული განვითარება: წარმოების დაგეგმარება, პროდუქტის დიზაინი, პროტოტიპირება და საინვესტიციო-ეკონომიკური პროექტების სრული ციკლი.

რა მთავარ ღირებულებას ქმნით მომხმარებლისთვის?

ჩვენი მთავარი ღირებულება სიმშვიდეა. მომხმარებელი, რომელიც ჩვენთან კომპლექსური და იმედგადაწურული პრობლემებით მოდის, ხვდება სრულიად პროგნოზირებად და კომფორტულ გარემოში. გარდა ტექნიკური შესრულებისა, ჩვენ ვქმნით საგანმანათლებლო პლატფორმებს. ჩვენი მიზანია, დამკვეთი იყოს ინფორმირებული და ესმოდეს იმ გადაწყვეტილებების ფასი, რაც მათ უსაფრთხოებასა და კომფორტს უზრუნველყოფს. ჩვენ რთულ ინფორმაციას მარტივ ენაზე ვთარგმნით.

გამორჩეული პროექტებისა და გამოცდილების შესახებაც რომ გვითხრათ

ჩვენი პორტფელის მნიშვნელოვანი ნაწილი კონფიდენციალურია (NDA), თუმცა მიმდინარე მასშტაბური ინოვაციური და ეკონომიკური პროექტები ჩვენი გუნდის მაღალ კომპეტენციაზე მეტყველებს.

ჩემი პირადი წინარე გამოცილება მოიცავს ისეთ კრიტიკულ ობიექტებს, როგორებიცაა:

  • კულტურული ძეგლები: რუსთავის კულტურის სახლი, ბათუმის დრამატული თეატრი, გორის თეატრი, ონის თეატრი, ქალაქის თეატრი ა.შ
  • ბიზნესი და ჰოსპიტალიტი: Marriott, Sheraton, King David, რესპუბლიკა, ამბასადორი.
  • ინდუსტრიული ობიექტები: ენგურჰესი, ნეოგაზი და სხვადასხვა ენერგეტიკული კვანძები.

    ჩვენთვის პროექტის მნიშვნელობას განსაზღვრავს არა მხოლოდ მისი მასშტაბი, არამედ ის ტექნოლოგიური სირთულე, რომელიც წარმატებით გადავჭერით.

საუბრის ბოლოს, სამომავლო გეგმებიც რომ გაგვიზიაროთ

ჩვენი ხედვა სცდება ადგილობრივ ბაზარს.

გვსურს:

  • სტანდარტების ტრანსფორმაცია: საქართველოში დავამკვიდროთ სრულყოფილი, ISO დონის პროდუქციისა და სერვისის მიღების კულტურა.
  • ინოვაციების ექსპორტი: ქართული ინოვაციები გავიტანოთ მეზობელ რეგიონებსა და საერთაშორისო ბაზარზე.

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით ვებ-გვერდზე -https://ei.ge/

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები