მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უმკლავდება შემოსავლების სამსახური კადრების გადინებას?

63f33f7ded25c
ვიქტორია მღებრიშვილი
20.02.23 23:45
2044
ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში პროფესიული კადრების გადინების საკითხი ეკონომიკის სხვადასხვა დარგისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა. როგორც ირკვევა კადრების გადინება საჯარო სამსახურშიც მწვავედ დგას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაცემა „Forbes კვირაში“ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ ისაუბრა და უწყების მიერ კადრების დეფიციტის გადაჭრის გზები დაასახელა.

„ჩვენი სფეროც ვერ იქნება კადრების გადინების მხრივ გამონაკლისი. ამ საკითხს დინამიკაში წინა წლების მიხედვით ვუყურებთ დაახლოებით რა გადინებასთან გვაქვს საქმე და შესაბამისად წლის განმავლობაში ერთხელ და რამდენჯერმე ვაცხადებთ სტაჟიორთა აყვანას. ვიყვანთ სტაჟიორებს, ისინი 6 თვე სწავლობენ, როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად.

საბაჟო საქმე ძალიან რთული და კომპლექსური პროფესიაა, რომელიც ფიზიკურ აქტივობასაც მოითხოვს. ამ სწავლების შემდეგ პროფესიულ გამოცდას აბარებენ და გასაუბრების შემდეგ ინიშნებიან. გასულ წელს 85 წარჩინებული მოსწავლე მებაჟე ოფიცრად დაინიშნა, როგორც საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, ასევე გაფორმების ეკონომიკურ ზონებში. ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში საბაჟო საქმის შემსწავლელი კურსი არ არსებობს ამიტომ ამის გაკეთება ჩვენს გვიწევს“, - განაცხადა ხუნდაძემ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები