მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა აღმოიფხვრას სუბსიდიის არამიზნობრივად გამოყენების პრობლემა?

საქართველოს მთავრობის ინიციატივით გასულ წელს თხილის წარმოების სტიმულირების პროგრამა ამოქმედდა, რომელიც ამ კულტურის მოსაყვანად საჭირო ხარჯების სუბსიდირებას ითვალისწინებდა. პროგრამის ფარგლებში, რომლისთვისაც 20,9 მილიონი ლარი დაიხარჯა, თხილის 3 ჰექტრამდე ბაღების მფლობელმა ფერმერებმა 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით დახმარება მიიღეს. პროგრამა წელსაც გრძელდება, თუმცა გასულმა წელმა აჩვენა, რომ ფერმერების დიდმა ნაწილმა სუბსიდია ვერ აითვისა და მეტიც, იყო შემთხვევები, როდესაც მთავრობის დახმარება არა თხილის ბაღებს, არამედ სხვა კულტურებს მოხმარდა. ამ ფონზე ჩნდება კითხვა, საჭიროა თუ არა დარგის სუბსიდირება და უნდა მიეღო თუ არა მთავრობას პროგრამის გაგრძელების გადაწყვეტილება?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები