მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა დაიბეგროს საერთაშორისო ამანათები? - ახალი კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, შესაძლოა, გადასახადისგან გათავისუფლდეს 700 ლარამდე ღირებულების, 30 კილოგრამამდე საერთო წონის საქონლის საფოსტო გზავნილი, ნაცვლად 300 ლარის ღირებულებისა.

განმარტებით ბარათში, რომელიც კანონპროექტს თან ერთვის, აღნიშნულია, რომ 300-ლარიანი ლიმიტი დადგენილია 2009 წელს და მას შემდეგ ქვეყანაში მკვეთრად შეიცვალა ლარის კურსი და მოსახლეობამ ამ საკითხზე არაერთი პეტიცია შეადგინა. კანონპროექტის ინიციატორი ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილია. ფინანსთა სამინისტრო ინიციატივას მხარს არ უჭერს. მინისტრის მოადგილე, მირზა გელაშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც უწყება 300-ლარიანი ზღვრის გაზრდას არ ეთანხმება.

სტუმარი: ალექსანდრე ელისაშვილი - პარლამენტარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები