მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა გაიზარდოს ეკონომიკა საქართველოში - IMF-ის რეკომენდაციები

5bf2d7fd21137
სალომე მეცხვარიშვილი
20.11.18 09:00
1184
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვის მიხედვით, ამ ეკონომიკური ზრდის პირობებში საქართველოს 18 წელი დასჭირდება ევროკავშირის განვითარებადი ქვეყნების ცხოვრების სტანდართან მისაღწევად. IMF-ის ადგილობრივი წარმომადგენელი ფრანსუა პეშო აცხადებს, რომ თუ ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება, რა თქმა უნდა, პროგნოზიც შეიცვლება.

„უპირველეს ყოვლისა ეკონომიკა უნდა გავხადოთ მდგრადი შოკების მიმართ. ეს ნიშნავს რეზერვების ზრდას, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას და ვალის შემცირებას მშპ-სთან მიმართებით.

იმისთვის, რომ ეკონომიკა უფრო მდგრადი იყოს, ერთ-ერთი გზა, სავალუტო რეზერვების ზრდაა, ასევე უნდა გაგრძელდეს დოლარიზაციის შემცირება. უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად კი უნდა დაჩქარდეს ისეთი სტრუქტურული რეფორმები როგორიცაა ინფრასტრუქტურული პროექტები, ამ პროექტების მენეჯმენტის გაუმჯობესება, განათლების რეფორმა, რათა გაიზარდოს მოსახლეობის პროდუქტიულობა, ხელფასები. ამასთან, მნიშვნელოვანია ისეთი რეფორმების განხორციელება როგორიცაა საპენსიო და კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რაც ასევე ხელს შეუწყობს დოლარიზაციის შემცირებას საქართველოში“,- აცხადებს ფრანსუა პეშო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები