მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა გაიზარდოს ინვესტიციები ისრაელიდან?

BM.GE
23.07.21 12:29
587
პანდემიის შემდეგ - კრიზისის პერიოდში ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა ინვესტიციების მოზიდვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მთავრობიდანაც არაერთი განცხადება მოგვისმენია. ბიზნეს მედია ჯორჯია ამ პროცესში საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების პოზიციას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. შესაბამისად მათ ხმა ჩვენი ეთერებით ხშირად ისმის. ამჯერად, ვიტქორია მღებრიშვილმა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისა ხელმძღვანელი და ორგანიზაცია “ისრაელის სახლის” დამფუძნებელი იციკ მოშე ჩაწერა, რომელიც რამდენიმე ათწლეულია, რაც საქართველო ისრაელის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე ზრუნავს. აღსანიშნავია, რომ ბიზნესპალატა ივლისის ბოლოს ისრაელის კვირეულის გამართვას გეგმავდა, რომელიც საქართველოში გაუარესებული ეპიდ ვითებიდან გამომდინარე, ისრაელის მიერ საქართველოს წითელი ქვეყნების სიაში შეყვანის გამო, გადაიდო. არადა ბიზნეს პალატის მოწვევით ფორუმზე 150 ისრაელელი, საქმიანი ადამიანი უნდა ჩამოსულიყო და ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავების არაერთი საკითხი უნდა განხილულიყო.

იციკ მოშე - საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი;
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები