მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა გაიზარდოს საქართველოში ხორბლის წარმოება?

BM.GE
18.05.22 16:59
511
ქვეყანაში ხორბლის იმპორტი ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წლიურად იმპორტირებული ხორბლის მოცულობა ორჯერ მეტად შემცირდა, ფქვილის კი ათჯერ გაიზარდა. კერძო სექტორის განცხადების შემდეგ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ხორბლის არა, თუმცა ქვეყანაში ფქვილის საკმარისი მარაგია. სამინისტრო მოსახლეობას ამშვიდებს და ამბობს, რომ ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს. როგორც დარგობრივი უწყება, ისე მთავრობის მეთაური იმედს ხორბლის ახალ ადგილობრივ მოსავალზე ამყარებს. საერთაშორისო ბაზარზე ხორბალზე ფასის ზრდის ფონზე მთავრობამ ახალი პროგრამის დაწყებაც დაანონსა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, 14 აპრილს, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანას, რამდენიმე წელიწადში, ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის 15-დან 50%-მდე გაზრდა შეეძლება. როგორ შეიძლება ამ მიზნის მიღწევა და მაინც რამდენი წელი იქნება საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანაში ხორბლის მოთხოვნის 50% ადგილობრივ წარმოებაზე მოდიოდეს.

სტუმარი: ბექა გონაშვილი - „აგროქიზიყის“ დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები