თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ სამეგრელოში, თხილის შესაბამისი მოვლით, შესაძლებელია თხილის მოსავლიანობის ორჯერ, ან სამჯერ გაზრდა.
ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ქარდავას თქმით, სახელმწიფოს მიერ დაწესებული სუბსიდია, რომელიც ჰექტარზე 500 ლარს გულისხმობს, სრულიად საკმარისია თხილის შესაწამლად, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსავლის ფაროსნების მიერ დაზიანება.
მიმდინარე წლის იანვარში თხილის ექსპორტი შემცირდა, თუ 2023 წლის იანვარში საქართველომ $7.5 მლნ-ის 1 772 ტონა თხილი გაყიდა, მიმდინარე წლის იანვარში ეს მაჩვენებელი $5.7 მლნ-ის 927 ტონამდე შემცირდა.
სტუმარი: ლევან ქარდავა - თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;