რეგიონების ეკონომიკური განვითარების მიზნით კერძო და საჯარო უწყებებს შორის შესაბამისი შეხვედრები გაიმართება. საერთაშორისო ორგანიზაცია HELVETAS Swiss intercooperation-მა “ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების” პროექტი დაიწყო, რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. მისი მიზანი საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაა. მასში ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, ადგილობრივი ხელისუფლებები და კერძო სექტორი ერთობლივად ჩაერთვებიან.