დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე არსებული მონაცემების თანახმად, აღმაშენებლის გამზირზე 73ა-ს მიმდებარედ შეინიშნება მყარი ნაწილაკების მომატებული რაოდენობა. ჰაერის ხარისხი აქ შეფასებულია როგორც „ძალიან ცუდი“.
გარდა ამისა, ამ დროის მონაცემებით დაბინძურებული ჰაერი შეინიშნება შემდეგი ქუჩების მიმდებარედ (ჰაერის ხარისხი შეფასებულია როგორც „ცუდი“): რუსთაველის გამზირი N6 - ვარკეთილი, ჯავახეთის ქუჩა N 5, წერეთლის გამზირი N105. ჰაერის ხარისხზე დაკვირვება ნებისმიერ მოქალაქეს და დაინტერესებულ პირს ლაივ რეჟიმში შეუძლია და ინფორმაცია მუდმივად ახლდება.
ამისთვის საჭიროა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალს ესტუმროთ, air.gov.ge. მეტი თვალსაჩინოებისთვის პორტალი ჩვენს პლაზმაზეა გახსნილი და პირდაპირ ეთერში შეგვიძლია ინფორმაციის მიღება, არამარტო თბილისის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ მდგომარეობაზე, სადაც სადგურებია განთავსებული.
სტუმარი: გიორგი ჯაფარიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელი;