მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა ისარგებლონ მოქალაქეებმა "მწვანე პასპორტით" - განმარტება

6189106c86fa4
ინგა მურუსიძე
08.11.21 15:54
2094
1-ელი დეკემბრიდან საქართველოში "მწვანე პასპორტის" მექანიზმი ამოქმედდება. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე განმარტავს, თუ როგორ უნდა ისარგებლოს მოქალაქემ "მწვანე პასპორტით". მისი თქმით, გარდა მოქმედი პლატფორმისა - covidpass.moh.gov.ge, უახლოეს მომავალში ჩაეშვება სპეციალური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც, თითოეულ მოქალაქეს შეეძლება, სმარტფონების მეშვეობით, სტატუსი მუდმივად თან ატაროს.

„იქნება სპეციალური აპლიკაცია, რომელიც გადაამოწმებს ჩვენს სტატუსს. ასევე, სტატუსის გადამოწმება შესაძლებელი იქნება ნებისმიერი სმარტფონის ფოტოკამერის მეშვეობით. დამატებითი კომუნიკაცია შედგება ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან. 1-ელ დეკემბრამდე საკმაოდ დიდი დროა და იქნება საშუალება იმისა, რომ ყველა დეტალი გავიაროთ ყველასთან და შესაბამისად, 1-ელი დეკემბრიდან აღნიშნული ე.წ. „მწვანე პასპორტის“ სტატუსი გაფართოვდება და უფრო ვრცლად იმუშავებს“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

აღსანიშნია, რომ უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ პირებისთვის.

უნდა აღინიშნო ისიც, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ დაიშვებიან შემდეგ დაწესებულებებში: კვების ობიექტები, რესტორნები, კაფეები და ბარები, ღია და დახურული სივრცეები ამ ობიექტების, კინოთეატრები, თეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზები, თუმცა ,მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის ის საჭირო არ იქნება. 

ცნობისთვის: "მწვანე პასპორტის" მექანიზმი ამოქმედდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე გავრცელდება,  რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, ეს რეგულაცია 18 წლიდან იმოქმედებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები