მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა ისარგებლოს თიზ-მა საგადასახადო შეღავათებით?

BM.GE
09.02.23 09:45
208
თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს ცნება საგადასახადო კოდექსში პირველად 2008 წელს გაჩნდა. 2011 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიხედვით ბოლოს ცვლილება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მუხლში 2015 წელს განხორციელდა. Grant Thornton-ის მიერ სამართლებრივი აქტების შესწავლის შემდეგ მათ მიერ მომზადებულ დოკუმენტში მითითებულია, რომ ერთმანეთთან დაკავშირების და ანალიზის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს, რა შემთხვევაში აქვს შესაძლებლობა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს ისარგებლოს ძირითადი საგადასახადო შეღავათებით, რომელიც გულისხმობს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ მოგების განაწილების შემთხვევაში მოგების და საშემოსავლო გადასახადში არსებული შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობას. 

საგადასახადო ორგანოს მიერ 2020-2021 წლებში ჩატარდა რამდენიმე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებმა ცხადყო, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს არასწორად ჰქონდათ აღქმული შეღავათების გამოყენების შესაძლებლობა, რამაც გამოიწვია დამატებით მათ მიმართ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების საწარმოს წარმომადგენლების განმარტებით, ისინი თვლიდნენ, რომ საგადასახადო ორგანომ შეცვალა მისი მიდგომა და არ მისცა საშუალება კომპანიებს ესარგებლათ იმ შეღავათებით რომელიც იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული.

სტუმარი: ნათია ჩაგანავა - Grant Thornton Georgia-ს საგადასახადო მიმართულების მენეჯერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები