ბიუჯეტის დეფიციტი გლობალური პრობლემაა, რომელიც თითქმის ყველა სახელმწიფოს აწუხებს. ეს მდგომარეობა იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობა ყოველწლიურად იმაზე მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე შემოსავალს იღებს, ამ დეფიციტის შესავსებად კი დამატებითი ვალის აღებაა საჭირო.
ბიუჯეტის დეფიციტის საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დეფიციტის მოცულობა კოლოსალურ 1.5 ტრილიონ დოლარს აღწევს.
თუკი ცნობილ ამერიკელ ინვესტორ უორენ ბაფეტს დავუჯერებთ, ეს პრობლემა მომენტალურად გადაიჭრება, თუკი პოლიტიკოსებს სწორი მოტივები ექნებათ. ძირითადად, კონგრესმენების მთავარი მიზანი თანამდებობის შენარჩუნებას უკავშირდება, ამიტომაც ბიუჯეტის დეფიციტის საკითხიც სწორედ მათი არჩევის პროცედურას უნდა დაუკავშირდეს, რაც დეფიციტის პრობლემას მომენტალურად მოაგვარებს.
„ბიუჯეტის დეფიციტის პრობლემის მოგვარება ხუთ წუთში შემიძლია. უნდა მივიღოთ კანონი, რომლის მიხედვით, მოქმედ კონგრესმენებს აღარ ექნებათ ხელახლა არჩევის უფლება, თუკი ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტს გადააჭარბებს. ჩათვალეთ, რომ დეფიციტის საკითხზე საუბარი აღარასოდეს მოგვიწევს, რადგან ეს პრობლემა პოლიტიკური დღის წესრიგიდან უბრალოდ გაქრება. მთავარია, პოლიტიკოსებს სწორი მოტივები მივცეთ და ყველაფერი მომენტალურად მოგვარდება“, - აცხადებს 92 წლის უორენ ბაფეტი, რომლის ქონების შეფასება 118 მილიარდ დოლარს აღწევს.
საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.