მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა მოგვარდეს კადრების გადინების პრობლემა?

BM.GE
14.09.22 09:42
386
„რა შეგვიძლია გავაკეთოთ თანამშრომელთა მაღალი ჩართულობის და ერთად მუშაობის კულტურის შესაქმნელად“ - ამ თემაზე გასულ კვირაში საქართველოს საბანკო ასოციაციისა და ლეო ინსტიტუტის ერთობლივი ვორქშოპი გაიმართა, რომელშიც კომერციული ბანკების ადამიანურ რესურსების და მენეჯმენტის სხვა მიმართულებების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. თანამშრომლების მიერ სამუშაო ადგილების მასობრივად დატოვების პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოში მნიშვნელოვანი პრობლემა წარმოადგენს და ვორქშოპის მიზანი, სწორედ ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზების შესწავლა და მისი გადაჭრის გზების მოძიებაა. როგორც საბანკო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, მსოფლიოში შეცვლილი დასაქმების ტენდენციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ისეთი სისტემების შექმნა, რომელებიც ახალ რეალობას იქნება მორგებული. 

სტუმრები: ალექსანდრე ძნელაძე - საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი;
გიორგი ბურჭულაძე - "ლეო ინსტიტუტის" დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები