მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა მოიქცეთ თუ პოლიცია ჩხრეკის ჩასატარებლად მოვიდა? - ინსტრუქცია

ჩხრეკა

„ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი საბა ბრაჭველი Facebook-ზე წერს რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ თუ მასთან პოლიცია მივიდა.

  1. თუ სახლში მოგადგნენ და აკაკუნებენ, არ შეშინდეთ და დაპანიკდეთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე 577070563;
  2. სანამ კარს გააღებთ, გადით ლაივში (გაქვთ ამის უფლება). ვიდეოს ლაივი ჯობია, რადგან ვერ წაგიშლიან;
  3. არ დააწყებინოთ ჩხრეკა, სანამ ადვოკატი არ მოვა. რაღაც ეტაპზე კარის გაღებას მოგთხოვენ, მაგრამ ეცადეთ, ადვოკატისთვის დრო მოიგოთ;
  4. შეგიძლიათ ასევე მოსთხოვოთ ჩხრეკის დადგენილების/განჩინების გაცნობა;
  5. ჩხრეკის მიმდინარეობისას მაქსიმალურად ეცადეთ, არ დაუშვათ, რომ სხვადასხვა ოთახებში იბოდიალონ პოლიციელებმა (ლაივის გამოყენებით. თუ გაბოდიალდებიან, ეგ მაინც კარგი მტკიცებულება იქნება);
  6. პირდაპირ არ გაუღოთ კარი ან საერთოდ არ გაუღოთ 'გაზის ინსპექტორს', რომელიც მოულოდნელად გეწვიათ, ან მეზობელს, რომელსაც ნიორი შემოაკლდა დილის 7 საათზე. იყავით ყურადღებით.

ციფრული ჰიგიენა:

  • წაშალეთ სიგნალის აპლიკაცია და ხელახლა გადმოწერეთ
  • სიგნალის გარეთ თუ ლაპარაკობთ სადმე, წაშალეთ
  • მობილურიდან ყველა მონაცემის წასაშლელად - factory reset
  • სამსახურის ლეპტოპები დატოვეთ სამსახურში, პირადი ლეპტოპები არ წაიღოთ ოფისებში
  • ვინც ოფისებში დადიხართ, ზედმეტი ნივთები მოაშორეთ ოფისებიდან. Clean desk policy.

და რაც მთავარია - იყავით მხნედ - პოლიციელები არიან დემენტორები და შიშს ყნოსავენ ხოლმე. ჩხრეკები ჯერ-ჯერობით სისხლის წესით დაკავებების გარეშე მიმდინარეობს", - წერს ბრაჭველი.

დღეს, 4 დეკემბერს, პოლიცია ჩხრეკს პოლიტიკური პარტიების ოფისებს, ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა გვარამია და მისი პარტიის წევრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები