26 ოქტომბერს არჩეული საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომის ჩასატარებლად განსაზღვრული ბოლო ვადა 1 დეკემბერია, თუმცა შესაძლებელია, მე-11 მოწვევის პარლამენტი უფრო ადრეც შეიკრიბოს. საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნებიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა, ცესკო აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს.
არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 10 დღის განმავლობაში კი ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. კონსტიტუციის თანახმად, პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, რა პროცედურების და ვადების დაცვით შეიკრიბება ახალი პარლამენტი და მოხდება მისი ლეგიტიმაცია?
სტუმარი: დიმიტრი გეგენავა - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პრორექტორი