მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა მოხდეს ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების ჩანაცვლება?

BM.GE
30.01.23 11:13
358
თბილისის მერია ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების ჩანაცვლების მიზნით ახალ პროგრამას იწყებს. ამ მიზნით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს პროგრამის შექმნა დაავალა. 

თბილისის მერი ამბობს, რომ საჭიროა, შემუშავდეს მიდგომა ისტორიულ არეალებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობებისთვის, რადგან არსებული პრაქტიკა ისტორიულ უბნებში არსებული განაშენიანების სტანდარტების გამო ვერ მუშაობს. მერი აცხადებს, რომ პროცესებში საბიუჯეტო სახსრები ვერ დაიხარჯება და აუცილებელია ბიზნესის დაინტერესება. როგორ უნდა მოხერხდეს ბიზნესის დაინტერესება იმგვარად რომ ისტერიული იერსახე არ დაირღვეს? 

სტუმარი: დავით აბულაძე - არქიტექტორი, ძეგლთა დაცვის სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები