“ის ტრენდი, რაც თქვენ აღნიშნეთ, არის ზოგადად გლობალური მოვლენა,”- საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ საჯარო და კერძო სექტორებს შორის პროფესიონალი კადრების დასაქმებაზე კონკურენცია გლობალურ მოვლენას წარმოადგენს.
ბახტაძის თქმით, მან მეტი უნდა ისაუბრობს სწორედ საჯარო სექტორის “ხარისხსა” და სერვისებზე, რომლესაც უწყებები მოსახლეობას აწვდიან.
“ზოგადად, ჩვენ თუ დავაკვირდებით, ბოლო პერიოდის სტატისტიკას, დიახ იზრდება სხვაობა კერძო სექტორსა და სახელმწიფო სექტორის ანაზრაურებას შორის. ეს არ არის მხროლოდ საქართველოში, ეს არის ზოგადად, იმ ქვეყნების სტატისტიკა, სადაც ეკონომიკა ვითარდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ ფოკუსირებული, რომ პროფესიონალები შევინარჩუნოთ სახელმწიფო სექტორში.
რა თქმა უნდა ჩემთვის, როგორც რიგით მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორში უპირველეს ყოვლისა შევინარჩუნოთ პროფესიონალები. ჩემთვის როგორც რიგითი მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უპირველეს ყოვლისა სწორედ კერძო სექტორი ქმნიდეს სამუშაო ადგილებს. მათ შორის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. ჩვენი კონცეფცია არის მცირე მთავრობა, ჩვენ გვინდა მცირე, მაგრამ ეფექტური მთავრობა, რომელიც საუკეთესო სერვისებს სთავაზობს მოსახლეობას. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვისაუბროთ სწორედ ხარისხზე, ჩვენ უნდა ვისაუბროთ სერვისებზე და რა რესურსებია საჭირო იმისთვის, რომ ეს რესურსები საქართველოში იქნას გამოყენებული.
ის ტრენდი, რაც თქვენ აღნიშნეთ, არის ზოგადად გლობალური მოვლენა,”- განაცხადა ბახტაძემ.
“Forbes-ის კვირასთან” ინტერვიუში საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ საქართველოს საჯარო სექტორში მნიშვნელოვანი პრობლემებია. ქობულიას თქმით, გამოწვევას წარმოადგენს გადაწყვეტილებების როგორც ხარისხი, ასევე მათი აღსრულების ვადები. ყოფილი მინისტრის თქმით, დღეს საჯარო სექტორში ნიჰილიზმია გავრცელებული, რასაც აუცილებლად სჭირდება გამოსწორება.
“სამწუხაროდ დღესდღეობით სახელმწიფო სექტორებში განვითარებულია ნიჰილიზმი, პრაქტიკულად გადაწყვეტლების მიღების სურვლი ადამიანებს ნაკლებად აქვთ. პრინციპში ისინი ზოგჯერ ვერ ხედავენ იმას, რატომ უნდა გააკეთონ, ან როგორ უნდა გააკეთონ ესა თუ ის საქმე. როგორ წყდება ეგეთი საკითხი. ამის გადაწყვეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა გვყავდეს ისეთი ხელმძღვანელები, რომლებიც მიიღებენ მხოლოდ სწორ და ქვეყნისთვის და ხალხის კეთილდღეობით მოტივირებულ გადაწყვეტილებებს. და როცა მიიღება მხოლოდ ხალხის კეთილდღეობისთვით მოტივირებული გადაწყვეტილებები და ამას დაინახავს მთელი კოლექტივი აი იქ ფორმირდება დასაქმებულთა სწორი მოტივაცია. ასეთი სწორი მოტივაცია არის განმსაზღვრელი იმისი, რომ კვალიფიციურმა და მოტივირებულმა ადამიანმა მოინდიმოს სახელმწიფო სეტქორში მუშაობა,”- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

























