21-წლამდე ნაკრებთა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ახლოვდება, სამზადისისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება და ამასობაში საორგანიზაციო საკითხების ნაწილს უკვე როგორც შესრულებულს და ჩაბარებულს ვადევნებთ თვალს. ჩემპიონატის მასპინძლობისთვის რეაბილიტაცია ჩაუტარდა თბილისის მიხეილ მესხის სახელობისა და ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონებს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს და თბილისის საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონებს. ოთხი ახალი, უეფას მე-4 კატეგორიის, საწვრთნელი და სათადარიგო სტადიონი აშენდა წყალტუბოში, ქობულეთში და ბათუმში.
ვიდრე დარჩენილ დღეებს ბილეთების შესაძენად გულშემატკივარი გამოიყენებდეს კიდევ ერთხელ შეხსენებისთვის უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.
სტუმარი: დავით მუჯირი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი