იუსტიციის ყველა სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი გახსნილია, თუმცა კორონავირუსთან ბრძოლის შესაფერი რეალობის გათვალისწინებული წესებით და შეზღუდვებით. რაც იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის სახლების ფილიალებში სერვისების მისაღებად საჭირო დაჯავშნის ელექტრონული სისტემა ამოქმედდა, რის შედეგადაც, გარდა საკარანტინე ზონებში მდებარე ფილიალებისა, იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრების ყველა ფილიალი გაიხსნა. ერთად ერთი შეზღუდვა რაც ამ მიმართულებით მოქმედებს ეს საქორწილო რიტუალური ცერემონიალების გამართვას ეხება და ამის მიზეზიც ის არის რომ საზოგადოების დასაშვებზე მეტი ოდენობის შეკრებაა აკრძალული.
სტუმარი: სოსო გიორგაძე, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი