საქართველოში ავეჯის წარმოების ინდუსტრია ყოველწლიურად იზრდება. თუმცა, წარმოების მზარდი მაჩვენებლების მიუხედავად, ქვეყანა მაინც იმპორტ დამოკიდებულია როგორც ნედლეულზე, ასევე მზა ავეჯზე. ერთ-ერთი ქართული ბრენდია „ლაზიერი,“ რომელიც 2013 წლიდან ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ავეჯს ქმნის როგორც კორპორატიული კლიენტებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის. ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო შეიქმნა წამყვანი გერმანული საკონსულტაციო კომპანიის LIGNUM CONSULTING-ის ექსპერტებთან თანამშრომლობით და აღიჭურვა უახლესი იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებით. უნდა აღინიშნოს რომ საწარმო განლაგებულია 3,500 მ²-ზე და 80 მაღალკვალიფიციურ ადგილობრივ კადრს ასაქმებს. Mosaics-ის ისტორია კი 2021 წლიდან იწყება. კომპანიის დაარსების ძირითად მიზანს წარმოადგენდა მულტიბრენდული სარემონტო – მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმის შექმნა, რომელიც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს გახდიდა განსხვავებულ, თანამედროვე, მაღალი ხარისხის მქონე, ექსკლუზიურ ევროპულ ბრენდებს. Mosaics-მა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადა სხვადასხვა სახეობის 20-მდე ბრენდი, რომლებსაც მსოფლიოში წამყვანი ადგილები უჭირავთ.
სტუმრები:
ავთო ჯანგავაძე - “ლაზიერის” დამფუძნებელი;
ირაკლი შამელაშვილი - "მოზაიკსის" დირექტორი;