მშენებლობის ბუმისა და უძრავ ქონებაზე გაზრდილი მოთხოვნის კვალდაკვალ მოთხოვნა ავეჯზეც იზრდება. თუმცა სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საქართველოში გაყიდულ ავეჯში დიდი წილი არა ადგილობრივ ნაწარმს, არამედ იმპორტირებულ პროდუქციას უკავია.
ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წლის რვა თვეში საქართველოში 7 694 ტონა, 29.5 მილიონი დოლარის ავეჯის იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
იმპორტის ზრდის პარალელურად, როგორ ვითარდება ადგილობრივი წარმოება, რა გამოწვევებს აწყდებიან პროცესში და როგორ ესახებათ იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლების გზა?