როგორ ვითარდება საქართველოსა და რეგიონში ფინტექ ინოვაციები - ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ტემა, რაზეც საქართველოს ფინტექ ასოციაციის ხელმძღვანელმა გასულ კვირას ტაშკენტში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა. გაფორმდა ასევე მემორანდუმი უზბეკეთის ფინტექ ასოციაციასთან, რა პარტნიორობაც მოიცავს ფინტექ კომპანიების მხარდაჭერას, კაპიტალის მოზიდვას და სტარტაპებისა და ინვესტორების დაკავშირებას ინოვაციური პროექტების დაფინანსების მისაღებად. როგორია რეგიონის ფინტექ ეკოსისტემის პოტენციალი, და როგორ იზრდება ეს ინდუსტრია საქართველოში?
სტუმარი: დავით კიკვიძე - საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე;