მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ვითარდება ლურჯი მოცვის სექტორი საქართველოში?

გუშინ კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. სააგენტოს შეფასებით, 2020-2023 წლებში საქართველოდან მოცვის ექსპორტს 50-მდე კომპანია ახორციელებდა. საერთო ექსპორტის 90%-ზე მეტი კი რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა.

სტატისტიკა მოწმობს, რომ ქვეყნიდან ექსპორტირებული მოცვის რაოდენობა მზარდია, 2023 წელს ფიქსირდება 500%-იანი ზრდა, რაც მოცულობაში 3413 ტონაა. რაოდენობრივ მაჩვენებელთან ერთად გაზრდილია ექსპორტირებული ლურჯი მოცვის საერთო ღირებულებაც, კერძოდ, 2020 წელს განხორციელდა 11.3 მილიონი ლარის ღირებულების ლურჯი მოცვის ექსპორტი, 2021 წელს 17.5 მილიონი ლარის, 2022 წელს 23.8 მილიონი ლარის, ხოლო 2023 წელს ექსპორტის საერთო ღირებულებამ 53.9 მილიონი ლარი შეადგინა.

სააგენტოს შეფასებით, 5 მსხვილი კომპანიის საერთო წილი ბაზრის ექსპორტის დონეზე, შესასწავლ პერიოდში, 43%-დან 65%-მდე მერყეობს. ბაზარზე არ ფიქსირდება დომინანტი ეკონომიკური აგენტი და ასევე, ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას საბაზრო წილების სახით.

როგორ ვითარდება ლურჯი მოცვის ბიზნესი ქვეყანაში და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული პროდუქციის რეალიზაცია?

სტუმარი: დავით დობორჯგინიძე - კომპანია „ბლუბერიას“ დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები