მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ვითარდება ქართული "ფოლადის სახლი"? - ზეზვა სალთხუციშვილი - დამფუძნებელი

„ფოლადის სახლი“ საქართველოში მეტალოპროდუქციისა და სამშენებლო მასალების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და იმპორტიორია, რომელიც ადგილობრივი წარმოების განვითარებას 2014 წლიდან აქტიურად ახორციელებს. დღეს „ფოლადის სახლს“ სამი მოქმედი მსხვილი საწარმო აქვს, ხოლო კიდევ ორი ახალი საწარმოო მიმართულება გაშვების პროცესშია.კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ევროპული სტანდარტის მრავალფეროვან პროდუქციას როგორც საცალო მიმართულებით, ასევე მსხვილი დეველოპერული და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა პროფილური და მრგავლი მილების საკუთარი წარმოება, რომელსაც ასევე დიდი ზომისა და დიამეტრის მილების წარმოების დიდი რესურსი გააჩნია. სწორედ ამ საწარმოს დათვალიერების შესაძლებლობა მოგვეცა კომპანიის დამფუძნებლის, ზეზვა სალთხუციშვილის მიწვევით.

შეიძლება ითქვას, რომ „საქმიანი საზოგადოების“ მაყურებელს ერთ-ერთ პირველს ეძლევა შესაძლებლობა, გაეცნოს საწარმოს. თუმცა ჩვენი საუბარი მხოლოდ კომპანიის საქმიანობასა და საწარმოო შესაძლებლობებს არ შეხებია. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზეც, რომელთა წინაშეც დღეს საქართველოში მეტალოწარმოება დგას, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და საექსპორტო პოტენციალის ზრდას უკავშირდება.მნიშვნელოვანი დეტალია რომ კომპანიებს რომლებიც ამ სფეროში ჩართულები არიან ფოლდის სახლის გუნდი არა კონკურენტებათ არამედ პარნტიორებათ განიხილავს

ინტერვიუერი: გიორგი ისაკაძე - BMG, გენერალური პროდიუსერი

ზეზვა სალთხუციშვილი - ფოლადის სახლი, დამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები