გასულ უქმეებზე ექსპო ჯორჯიაში თბილისის წიგნის დღეები გაიმართა, სადაც მკითხველს გამომცემლობების დახლებთან არაერთი საინტერესო წიგნის შეძენის შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიება წარმატებული აღმოჩნდა, რადგან წიგნის დღეებზე უამრავმა მკითხველმა მოიყარა თავი. როგორ ვითარდება ქვეყნის საგამომცემლო ინდუსტრია და რამდენად მზარდი მოთხოვნაა წიგნებზე?