დიდი ქალაქების შემდეგ სამშენებლო-დეველოპერული ბიზნესი სხვადასხვა რეგიონის ბაზარზე სტაბილურად იზრდება. ტურისტული სექტორის გამო, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მაღალი რჩება როგორც ზღვისპირა რეგიონებში , ისე მაღალი მოთხოვნის გამო დეველოპერული პროექტები ვითარდება ქვეყნის სხვა ქალაქებშიც. საინვესტიციო ბანკების შეფასებით, საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი ნორმალიზების ფაზაშია და მოსალოდნელია, რომ ფასები და გაყიდვები სტაბილურ ზრდას გააგრძელებს. ვინ ყიდულობს რეგიონის ქალაქებში უძრავ ქონებას, რამდენად მზარდია ბაზარი და როგორ შეიცვალა ბოლო პერიოდში ფასები საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე?


































