საქართველოში არსებობს საკალმახე მეურნეობები, სადაც თევზის ამ სახეობის მოშენება აქტიურად მიმდინარეობს და მათ პრეტენზია ხარისხზეც აქვთ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, “საქმიან დილასთან” ამ ბიზნესის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ქართული ბაზარი თვითკმარი არ არის და ის იმპორტირებული პროდუქციითაა გაჯერებული. ამას ემატება ისიც, რომ ბოლო ერთ წელში ადგილობრივ კალმახზე, ფასებიც გაზრდილია.