საცალო ვაჭრობის სექტორის მთავარი გამოწვევა სამუშაო ძალის ნაკლებობაა. როგორც PMC კვლევითი ცენტრის განახლებულ კვლევაშია აღნიშნული, სექტორის წარმომადგენლების უმრავლესობისთვის (73%) ყველაზე პრობლემური სწორედ კადრების ნაკლებობაა. რასაც მოსდევს მაღაზიებში დაფიქსირებული ქურდობები და მათთან დაკავშირებული დავებიც (45%). სექტორის 27%-ისთვის გამოწვევაა 48-საათიანი სამუშაო გრაფიკის მქონე სექტორებიდან რითეილ სექტორის ამოღების შედეგად გაზრდილი სახელფასო ბიუჯეტი და საოპერაციო ხარჯებიც.
შედარებით ნაკლებად პრობლემატური აღმოჩნდა მაღალი კონკურენცია სხვა ქსელურ რითეილერებთან, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა და მომიჯნავე სექტორებთან მჭიდრო ურთიერთკავშირი.
არსებული პრობლემების მიუხედავად მიმდინარე ვითარებას გამოკითხული კომპანიების 64% დადებითად აფასებს და პოზიტიური მოლოდინები აქვს 2024 წელთან მიმართებითაც.
სტუმრები: სოფიო ქაშაკაშვილი - "რითეილ ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარე;
ნანა ქაჯაია - "pmc კვლევითი ცენტრის" მკვლევარი;
მირანდა მანჯგალაძე - რითეილ ექსპერტი.