თბილისის საკლუბო სექტორი ერთ-ერთი იყო, რომელიც პანდემიის პერიოდში საგრძნობლად დაზარალდა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ყველა შეზღუდვა მოიხსნა და გასართობმა სივრცეებმაც ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირება განაგრძეს, საკლუბო სექტორმა ძველი პოზიციების დაბრუნება მაინც ვერ მოახერხა. შემცირებულია იმ ტურისტების რაოდენობაც, რომლებიც საქართველოში სპეციალურად თბილისის კლუბების სანახავად ჩამოდიოდნენ. კონკრეტულად რა ბარიერებს აწყდება სექტორი და რა ხელშეწყობას საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან?