სასურსათო საცალო სექტორის და პირველადი მოხმარების საქონლის ბაზრის მიმოხილვაზე კვლევა PMC კვლევითმა ცენტრმა მოამზადა, რომლის პრეზენტაცია 8 დეკემბერს გაიმართება და მას როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
კვლევის ფარგლებში, სექტორში არსებული მიმდინარე მდგომარეობა და მოლოდინები გაანალიზდა. მიზანი კი საზოგადოებაში სექტორის სპეციფიკის და მისი ეკონომიკური მნიშვნელობის გააზრებაა.
სტუმრები: ნიკა კაპანაძე - PMC კვლევითი ცენტრის კერძო სექტორის ანალიტიკის ხელმძღვანელი; სოფიო ქაშაკაშვილი - "რითეილ ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარე;