მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ვიყენებთ საქართველოში AI-ს? - ACTR-ის კვლევის შედეგები

ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები უკვე მყარად იკავებს პოზიციას ქართული ციფრული მომხმარებლის ყოველდღიურობაში — სოციალური ქსელების მომხმარებელთა 71% აქტიურად იყენებს სხვადასხვა AI ხელსაწყოს. ეს მაჩვენებელი ადასტურებს, რომ ხელოვნური ინტელექტი საქართველოში მხოლოდ ექსპერიმენტული ტექნოლოგია აღარ არის, არამედ პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებლის საჭიროებებს პასუხობს.

„ეისითი კვლევამ“ 2025 წლის აპრილ-მაისში ჩაატარა ონლაინ გამოკითხვა საქართველოში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ. კვლევის მიხედვით, სოციალური ქსელების მომხმარებელთა შორის ყველაზე მაღალი ჩართულობა დაფიქსირდა 18-35 წლის ასაკობრივ კატეგორიაში: ამ სეგმენტის 98%-ს სმენია კონკრეტულად რომელიმე ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის შესახებ, ხოლო 94% რეალურადაც იყენებს მას სხვადასხვა მიზნით.

სტუმარი: ნათია ხიჯაკაძე - ACTR-ის კვლევის უფროსი ანალიტიკოსი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები