“როგორ წარმოგიდგენიათ, მოსახლე მისი კუთვნილი ფართიდან გამოვიყვანოთ დაძალებით?” - კალაძე
BM.GE
08.02.23 18:36
• 241
“როგორ წარმოგიდგენიათ, მოსახლე მისი კუთვნილი ფართიდან გამოვიყვანოთ დაძალებით?”- ასე გამოეხმაურა დღეს კახა კალაძე დედაქალაქში ავარიული შენობების ჩანაცვლების წესში შესულ ცვლილებებს. საქმე ეხება დადგენილებას, რომლის მიხედვითაც პროექტის განმახორციელებელი უფლებამოსილი ხდება, თბილისის მერიის თანხმობით, განიხილოს ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე, დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე. დადგენილებაში შესულ ცვლილებებს კრიტიკა მოჰყვა საზოგადოების მხრიდან, იურისტები აცხადებდნენ, რომ დადგენილების ახალი პუნქტი აუცილებლად გახდება სასამართლო დავის დაწყების საფუძველი.