რამდენი სტუდენტი აგრძელებს საქართველოს ფარგლებს გარეთ სწავლას და რას სთავაზობს მათ ერასმუსის პროგრამა? როგორც სტუდენტური ქსელის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოდან წამსვლელი ბავშვების რაოდენობა განსხვავებულია პროექტების მიხედვით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ქართველი სტუდენტებისთვის, სემესტრული მობილობაა უნივერსიტეტებს შორის, რომლითაც წელიწადში ათასობით დაინტერესებული პირი სარგებლობს და აგრძელებს საზღვარგარეთ სწავლას. 2020 წელს ასეთი სტუდენტების რიცხვი მთელი საქართველოს მასშტაბით, 2 ათას 888 იყო, რომელიც 3000-მდე გაიზარდა 2021 წლის მონაცემებით. ჯამში, ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოდან 7000-მდე ბავშვი გაემგზავრა ევროპაში სასწავლებლად, საქართველოში კი 4000-მდე უცხოელი სტუდენტი შემოვიდა.