მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ხვდებიან პურის მწარმოებლები HACCP-ის სტანდარტების დანერგვის ვალდებულებას?

63eb56ec1e1f1
ვიქტორია მღებრიშვილი
14.02.23 23:00
1767
2023 წლის ივნისიდან პურის მწარმოებლებისთვის HACCP-ის სტანდარტების დანერგვა სავალდებულო გახდება. აღნიშნულ საკითხზე „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ქვეყანაში ჯამში 2 500 იურიდიული პირია, რომელიც პურის ცხობითა და წარმოებითაა დაკავებული და ყველა მათგანი ასოციაციაში არ ერთიანდება. მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ მისი მართვის ქვეშ არსებულ გაერთიანებაში დღეისთვის HACCP-ის სტანდარტით გათვალისწინებული ნორმები დაცულია და თუ ვინმეს ქვეყანაში ამ მხრივ წარმოებაში გარკვეული ცვლილებების განხორციელება უწევთ, მათ შეუძლიათ „პურის მცხობელთა ასოციაციას და სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართონ.

„პურ-პროდუქტებთან დაკავშირებით უვნებლობის და უსაფრთხოების საკითხები არსებობს. უვნებლობის საკითხი ეხება იმას, თუ როგორ მზადდება პროდუქცია. მინდა, გითხრათ, რომ 2023 წლის მეორე ნახევრიდან საქართველოში დაინერგება სისტემა, რომელიც საკვები პროდუქტების, მათ შორის, პურის დამზადებას სტანდარტებს გარკვეულად გაამკაცრებს. „ჰასპის“ კანონმდებლობა რისკის ადგილებს, წარმოებაში რისკის გამორიცხვას ითვალისწინებს. მინდა იცოდეთ, რომ პური რისკჯგუფს არ მიეკუთვნება, რადგან პური 220 გრადუსზე ცხვება, იქ ყველა მიკრობი მკვდარია. მიუხედავად იმისა, რომ პური რისკჯგუფში არაა, ბევრი წარმოება მოსაწესრიგებელია. ამ დარგში გარკვეული შენიშვნებია, დაწყებული რეკლამიდან დამთავრებული წარმოების სტრუქტურამდე. ბევრი რამე დასახვეწი და შესაცვლელია. ელემენტარულად საცხობში ხელსაბანი, თბილი წყალი, საცერი, განათება, ვენტილაცია რომ უნდა იყოს, ამას არავისგან სწავლება არ უნდა. ამის დრო მოვიდა. დამთავრდა საუბარი რაოდენობაზე, დეფიციტზე. მოვიდა იმის დრო, რომ ყველაფერი ცოტა უფრო ცივილურად იყოს. მომხმარებელმა იცოდეს რას ყიდულობს.

HACCP-ის კანონმდებლობა წლის მეორე ნახევრიდან დაინერგება. საქართველოში პურის მწარმოებელი 2 500 იურიდიული პირია. იმ შემთხვევაში თუ მეწარმეებს სიახლესთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვთ მოვუწოდებ მიმართონ „სურსათის უვნებლობის სააგენტოს“, შეუძლიათ, ჩვენც მოგვმართონ, ვასწავლით, სად მიიღონ დამატებითი ინფორმაცია, რათა ამ საკითხების მიმართ მოწესრიგდნენ.

HACCP-ის სტანდარტების დასანერგად გარკვეული თანხებია საჭირო, რომ წარმოებები მოწესრიგდნენ და სათანადოდ დახვდნენ ამ ცვლილებებს“, - განმარტა მალხაზ დოლიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები