მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ზრდიან საფეხბურთო კლუბები მუსიკალური კონცერტებით შემოსავლებს?

საფეხბურთო არენები კონცერტები

ევროპული ფეხბურთის კლუბები სეზონის დასრულების შემდეგ სტადიონებს სულ უფრო აქტიურად იყენებენ დამატებითი შემოსავლის მისაღებად. საფეხბურთო არენები ზაფხულში მუსიკალური კონცერტების მასპინძლებად იქცევა და კლუბებისთვის მნიშვნელოვან კომერციულ აქტივად ყალიბდება.

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მაგალითი „მანჩესტერ სიტის“ „ეტიჰად სტადიონია“. მანჩესტერული ჯგუფი Oasis, რომლის წევრები ლიამ და ნოელ გალაჰერები „სიტის“ გულშემატკივრები არიან, მომავალ ზაფხულს სტადიონზე 11 კონცერტს გამართავენ. 6-დან 26 ივნისამდე დაგეგმილ შოუებს ნახევარ მილიონზე მეტი მაყურებელი დაესწრება.

სტადიონების საკონცერტო სივრცეებად გამოყენების ერთ-ერთი ლიდერი „ტოტენჰემ ჰოთსპურია“. კლუბმა ბოლო ორ წელიწადში საკუთარ არენაზე 29 კონცერტს უმასპინძლა, მათ შორის ბიონსეს, ლედი გაგასა და Jay-Z-ის შოუებს. 2025 წელს სტადიონზე 17 კონცერტი გაიმართა, ხოლო ბიონსეს ექვსმა კონცერტმა ბილეთების გაყიდვიდან 45 მილიონ ფუნტზე მეტი შემოსავალი მოიტანა.

„ტოტენჰემის“ 2024/25 წლების ფინანსური ანგარიშის მიხედვით, არასაფეხბურთო საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა 77.3 მილიონი გირვანქა შეადგინა, წინა წლის 64 მილიონთან შედარებით.

ექსპერტების შეფასებით, 50 ათას მაყურებელზე გათვლილ სტადიონს ერთი კონცერტიდან, პერსონალის ხარჯების გამოკლებით, შესაძლოა 1.2-დან 1.6 მილიონ გირვანქამდე შემოსავალი დარჩეს.

Oasis-ის ტურნე კი ამ მოდელის მასშტაბს კიდევ უფრო ზრდის. ჯგუფის კონცერტები ასევე გაიმართება გლაზგოს „სელტიკ პარკზე“, მიუნხენის „ალიანს არენაზე“, ამსტერდამის „იოჰან კრუიფ არენაზე“ და რომის „სტადიო ოლიმპიკოზე“. შეფასებით, ტურნე მომავალ ზაფხულს ფეხბურთის ეკოსისტემაში 30 მილიონ გირვანქაზე მეტს შეიტანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები