მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორაა საპენსიო ფონდში მოქალაქეების აქტივები დაცული? - სააგანტო

6349c1dd9ce8c
ალა ისპირიანი
15.10.22 10:17
671
საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის გიორგი მელიქიძის ინფორმაციით, მოქალაქეების საპენსიო ფონდში დაგროვილ აქტივებს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც მან „საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა, თანხა, მიუხედავად მაღალი გლობალური ინფლაციური ფონისა, საპენსიო ფონდი მიმდინარე წლის მანძილზე მაინც ზრდას ინარჩუნებს.

"აქტივები ტექნიკურადაც და საოპერაციო დონეზეც საკმაოდ დაცულია. სპეციალური დეპოზიტარია ჩვენი ანგარიშსწორების მთავარი აგენტი და "სეიფი", სადაც ყველა აქტივის დაცვა ხდება. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, რომ მესამე პირთან ხდებოდეს ამ აქტივების დაცვა და ინტერესთა კონფლიქტი მაქსიმალურად გამორიცხოს. ასევე მონაწილეების მთავარი "მცველი" არის კანონი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპენსიო აქტივები არის ჯეროვნად დაცული.

რაც შეეხება საპენსიო ფონდის ზრდას, ინფლაცია გლობალურად თითქმის ყველა აქტივის კლასის, ფასში მნიშვნელოვან შემცირებას იწვევს. მიმდინარე წელი ყველაზე რთულია, რაც კი მსოფლიოს კაპიტალის ბაზრებს ჰქონია, რადგან პოსტკოვიდურმა პერიოდმა და ომმა მაღალი ინფლაციური ფონი გამოიწვია. მაღალი ინფლაციური ფონი გადაითარგმნა ცენტრალური ბანკების მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება საპროცენტო განაკვეთების გაზრდას ნიშნავს, ხოლო ამ განაკვეთების ზრდა ყველა აქტივის კლასს დააწვა და ისინი ფასში მნიშვნელოვნად შეამცირა. მიუხედავად ამისა, ჩვენი საპენსიო ფონდი მიმდინარე წლის მანძილზე მაინც ზრდას ინარჩუნებს. საპენსიო ფონდის ამონაგები კი ამჟამად 375 მლნ ლარია“, - განაცხადა მელიქიძემ.

რაც შეეხება მოლოდინებს, საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ამბობს, რომ მაღალ რეალურ ამონაგებს ფონდი სავარაუდოდ მომავალი წლის დასაწყისში დაუბრუნდება.

„საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ტაქტიკაა 20% -ის გლობალურ აქციებში და 80%-ის საქართველოში მაღალ საპროცენტო განაკვეთში ინვესტირება და ეს მაღალ რეალურ ამონაგებს მოიტანს. ჩვენი მოლოდინია, რომ მომავალი წლის დასაწყისში და შუისკენ, როცა ინფლაცია ერთნიშნა გახდება, ისევ მაღალ რეალურ ამონაგებს დაუბრუნდებით", - აცხადებს გიორგი მელიქიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები